გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 40 ადგილობრივი ინფექციაა. დანარჩენი კი იმპორტირებულია.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ჩინეთში კორონავირუსის 24 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 92,605 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











