ჩინეთში კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინის, Ad5-nCoV-ის სამხედროებში გამოყენება დაამტკიცეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
Ad5-nCoV 150 პოტენციურ ვაქცინას ერთ-ერთია, რომელთა გამოკვლევაც მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს. Ad5-nCoV-ი პირველი ვაქცინაა, რომელიც კლინკური ცდების ფარგლებში, მოხალისეებზე გამოსცადეს და დადებითი შედეგი აჩვენა.
The Lancet medical journal-ის ცნობით, ცდებში მონაწილეობას 108 ადამიანი იღებდა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და მას სხეულის იმუნური პასუხის წარმოება შეუძლია.
ჯერჯერობით უცნობია ექნებათ თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი იმ ადამიანებს, რომლებიც ვაქცინას გაიკეთებენ.
სამხედრო პერსონალთან ვაქცინის გამოყენების შესაძლებლობა, მეცნიერებს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხის პოვნაში დაეხმარებათ. ფართო კომერციული გამოყენებისთვის ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული.











