ჩინეთში, გუიჩჟოუს პროვინციაში ავტობუსი წყალსაცავში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 კი დაშავდა.
წყალში ჩავარდნამდე, ავტობუსი საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა და რეზერვუარის ჯებირს შეეჯახა.
ავტობუსის მგზავრებს შორის სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ინციდენტის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ადგილზე მაშველები მუშაობენ.











