ჩიქოვანის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.
საცხოვრებელი კორპუსის მეცამეტე სართულზე, ერთ-ერთ ბინის სამზარეულოში ცეცხლი საოჯახო ნივთებს მოედო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.











