ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მიზეზად კორონავირუსის შემთხვევაბი სახელდება, რომელიც სკოლის ორ პედაგოგს დაუდასტურდა. ინფორმაციას ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც ადასტურებენ.
ცენტრის დირექტორის, ნინო ჯომიდავას განცხადებით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ორ პედაგოგს ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.
ავტორი: თეა შონია











