ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
რამდენიმე დღის წინ, ამავე გაერთიანების ხელმძღვანელს დაუდასტურდა ვირუსი და თანამშრომელსაც გადაედო.
ეპიდემიოლოგების თქმით, ქალბატონი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და კონკრეტულად ეს შემთხვევა განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს.
შეგახსენებთ, იმის გამო რომ რამდენიმე დღის წინ, ვირუსი ჩოხატაურის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს დაუდასტურდა, მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











