ჩოხატაურში კორონავირუსი კლინიკა „მედალფას“ ექიმს დაუდასტურდა, რომელიც ასევე ერთ-ერთი სკოლის ექიმია.
ინფორმაცია „პრაიმთაიმნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა დაუდასტურა.
„კლინიკა „მედალფას“ ექიმი გვყავს ინფიცირებული, რომელიც ასევე ერთ-ერთი სკოლის ექიმიცაა“,- გვითხრა ჯიბუტმა.
დღეს ჩოხატაურში კორონავირუსის რვა შემთხვევა დადასტურდა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











