ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვან ზომლეთში ოჯახის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. გუშინ ჩოხატაურში ერთი თვიანი წყვეტის შემდეგ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც ბათუმში იმყოფებოდა. მისი ოჯახის წევრები და კონტაქტები გამოიკვლიეს და ტესტის პასუხებით კორონავირუსი, ინფიცირებულის ოჯახის, კიდევ სამ წევრს დაუდასტურდა.
ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაგვიდასტურა.
ბოლო მონაცემებით კი, გურიის რეგიონში სულ 217 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











