ჩოხატაურის საკათედრო ტაძრის ორ მღვდელმსახურს, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც „პრაიმტაიმნიუსს” შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა ბასილმა უთხრა, ორივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ჩოხატაურის საკათედრო ტაძარსის ორი სასულიერო პირია იფიცირებული, ისინი მერვე დღეა მკურნალობენ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღსანიშნავია რომ მათ ერთი და იგივე პიროვნებისგან გადაედოთ ვირუსი და იმის შემდეგ იზოლაციაში არიან, არც ტაძარში და არც საკუთარ ოჯახებში არ ყოფილან. ტაძარი ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, იქ სხვა მღვდელმსახურებიც არიან და ისინი აღავლენენ წირვა-ლოცვებს“, – გვითხრა მამა ბასილმა.
შეგახსენებთ, ეს გურიის რეგიონში სასულიერო პირების დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











