ჩრდილოეთ კაროლინაში სროლას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას NBCNEWS-ი ავრცელებს.
შემთხვევა საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს.
პოლიცია სახლში მცხოვრები ერთ-ერთი მამაკაცის თანამშრომლებმა გამოიძახეს, რომელთა ინფორმაციითაც, მამაკაცი გასული რამდენიმე დღის განმავლობაში, სამსახურში არ გამოჩენილა.
გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთ-ერთი სავარაუდო ეჭვმიტანილია, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.








