სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ თავის ტერიტორიაზე ორ კორეას შორის კავშირის ოფისი ააფეთქა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.
„ადგილობრივი დროით 14:49 საათზე ჩრდილოეთ კორეამ კესონში ორ კორეას შორის კავშირის ოფისის აფეთქება განახორციელა“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კავშირის ოფისი 2018 წელს გაიხსნა. მისი მიზანი ჩრდილო და სამხრეთ კორეას შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა იყო. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ოფისი ცარიელი იყო.
შეგახსენებთ, 9 ივნისს ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობა შეწყვიტა. შეწყდა კავშირი სამხედროებსა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორისაც.
ამის მიზეზად სამხეთ კორეის მიერ ჩრდილოეთ კორეაში საგიტაციო მასალის გაგზავნა დასახელდა.











