„ჩვენ ვაპირებთ სწორედ იმ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას და ამაზე მუშაობას”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში მისვლის შემდეგ განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, მან “ქართულ ოცნებასთან” მემორანდუმის გაფორმებით 4 პოლიტპატიმრის გათავისუფლება შეძლო, ამიტომ პარლამენტში “თავაწეული” შედის.
„ჩვენ აქ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით, იმიტომ რომ 4 პოლიტპატიმარი არის გათავისუფლებული, ვისზეც ვლაპარაკობდით და ბოლოს მოლაპარაკების მაგიდას მე და ლევანი შემოვრჩით და იმ მოლაპარაკების შედეგად გამოვიდა 2 ადამიანი. და ასევე, გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც არის სინამდვილეში ამ ქვეყნის პერსპექტივა. და პირველ რიგში ჩვენ ვაპირებთ სწორედ იმ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას და ამაზე მუშაობას“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკონონმდებლო ორგანოში იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, 29 იანვარს „ქართულ ოცნებასა” და „მოქალაქეებს” შორის მემორანდუმი გაფორმდა, რის შემდეგაც ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.










