საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის აქციას შეუერთდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა:
„ჩვენ დღეს ვდგავართ აქ გაბრაზებულები. ჩვენ დღეს ვდგავართ აქ შეურაცხყოფილები, ცოტა გაოცებულებიც ვდგავართ, რადგანაც ვერცერთი გაკვეთილი ვერ ისწავლა ამ ხალხმა ისტორიის. ვერ ისწავლა იმის გაკვეთილი, რომ ქართველ ხალხს ვერ დაამონებ, ეს თვალნათლივ ჩანდა მთელი ჩემი ისტორიის განმავლობში.
როგორ შეიძლება ამ ხალხის ხელისუფლება გერქვას და საერთოდ ვერ გრძნობდა ამ საზოგადოებას. როგორ შეძლება, ამ ხალხის მთავრობას უწოდებდა საკუთარ თავს და საერთოდ არ იცოდე ამ ხალხის ისტორია. ჩვენ აქ ვდგავართ ამდენი წლის განმავლობაში და არც ერთხელ წაუგია ქართველ საზოგადოებას“,- განაცხადა მარგველაშვილმა.
ინფორმაციისთვის, დღეს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და პარლამენტის წინ აქციას მართავს.











