„ჩვენ არ გვაქვს უფლება, მაცივარში გველაგოს ვაქცინა და ველოდოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სინოფარმის ვაქცინა ავტორიზაციას აუცილებლად მიიღებს და ეს შეიძლება ერთ კვირაში მოხდეს.
“ქვეყანამ მიიღო გადაუდებელი გამოყენებისთვის დაშვება იმუნიზაციის საბჭოსთან ერთად. ამიტომ, ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ 4 მაისს დაიწყოს “სინოფარმით” ვაქცინაცია.
ჩვენ ვიცით, რომ ყველა ის მონაცემი, რადგანაც ამ კონდიციამდე მივიდა “სინოფარმის” ვაქცინა, აუცილებლად ექნება მას ავტორიზაცია. ეს შეიძლება იყოს ერთ კვირაში, ორ კვირაში, ათ დღეში. რა თქმა უნდა, ყველა 500 ვაქცინირებული ადამიანიდან ერთის სიცოცხლე გადარჩება. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მაცივარში გველაგოს ვაქცინა და ველოდოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას,“ – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.











