რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი არასდროს ერევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, თუმცა მხარს უჭერს ვითარების სტაბილიზებას.
„თქვენ იცით, ჩვენ არასდროს ვერევით ჩვენი მეზობელი ქვეყნების და საერთოდ, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, თუმცა ყოველთვის მხარს ვუჭერთ ძალისხმევებს, რომლებიც მიმართულია ვითარების სტაბილიზაციისკენ, პოლიტიკურ ძალებს შორის სრულფასოვან დიალოგზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.











