პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პლებისციტის ჩატარების იდეას არ ემხრობა. მისივე განცხადებით, საზოგადოებამ 31 ოქტომბრის არჩევნებვზე თავისი პოზიცია უკვე გამოხატა, ხოლო პლებისციტის იდეა ეჭვის ქვეშ დააყენებს არჩევნების შედეგებს, რაც საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის მიუღებელია.
„სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ ჩავატარეთ პლებისციტზე უფრო მეტი – ეს იყო არჩევნები. ამ არჩევნებზე საზოგადოებამ გამოხატა თავისი პოზიცია. ამაში ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი ეჭვი, რომელიც კითხვის ნიშნებს დააყენებს ამ შედეგებთან დაკავშირებით, არის საზოგადოებისთვის მიუღებელი და ქვეყნის ინტერესებისთვის მიუღებელი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.











