„ჩვენ ეს შევძელით, ჯო“,- ასე მიულოცა კამალა ჰარისმა ჯო ბაიდენს აშშ-ს რიგით 46-ე პრეზიდენტად გახდომა.
ვიდეო აშშ-ს მომავალმა ვიცე-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე თავად გამოაქვეყნა:
„ჩვენ ეს შევძელით ჯო, შენ აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი იქნები“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა მიიღო და ამერიკის რიგით 46-ე პრეზიდენტი გახდა, კამალა ჰარისი – პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი.











