გამყოფ ხაზთან სოფლებში იქმნებოდა გუნდები, სპორტული აქტივობები ტარდებოდა… მე ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები დიდად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით კაჭარავამ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
“გამომდინარე იქედან რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მოგეხსენებათ ძალიან ფეთქებადი რეგიონია კავკასია. ადრე არსებობდა ასეთი პროექტი, გამყოფ ხაზთან სოფლებში იქმნებოდა გუნდები, სპორტული აქტივობები ტარდებოდა, რის გარშემოც პატარ-პატარა სოფლებიდან უამრავი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. მე მცირედით მივიღე ამაში მონაწილეობა და მახსოვს ამ ბავშვების, მოსახლეობის გაერთიანება სპორტული აქტივობების გარშემო. მე ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები დიდად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებაში, მით უმეტეს იმ სოფლებში და რეგიონებში სადაც პრობლემაა და ჩვენ გვინდა, რომ შევურიგდეთ ჩვენს მეზობლებს და გავაერთიანოთ და გავამთლიანოთ საქართველო”, – ამბობს კაჭარავა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე უმრავლესობის წევრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ჩხენკელს უსმენენ.










