„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ოპოზიციის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც არ ითვალისწინებს იმ სისრულეს, რომლითაც ის უნდა ასახულიყო შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამნისტიის შესახებ ოპოზიციის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე საუბრისას.
„ჩვენი კანონპროექტი არის სრულყოფილი. ის ზუსტად ეხება იმ პერიოდსა და იმ ქმედებებს, რომლებზეც საუბარი იყო. თუ ვინმეს არ სურს, რომ ამნისტია შეეხოს, ვუტოვებთ კონსტიტუციურ უფლებას, რომ ამაზე უარი განაცხადოს“, – აღნიშნავს ქადაგიშვილი.











