„ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი ოპოზიციასთან, ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე კონსტრუქციული ძალისხმევა, რომ შეგვემცირებინა დაძაბულობა, შემოქმედებითად კრეატიულად მივუდექით და საკმაოდ აქტიურად ჩავერთეთ პროცესში“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ჟოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი ოპოზიციასთან, ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე კონსტრუქციული ძალისხმევა, რომ შეგვემცირებინა დაძაბულობა, შემოქმედებითად კრეატიულად მივუდექით და საკმაოდ აქტიურად ჩავერთეთ პროცესში.
არ მინდა დეტალებში შევიდე, ვინაიდან მოლაპარაკების პროცესი კვლავ მიმდინარეობს. როგორც ვახსენე ბატონი დანიელსონი თბილისში არის და ხვდება როგორც ოპოზიციას ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
ვიტყოდი, რომ დაველოდებოდი ამ კონსულტაციების საბოლოო შედეგს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.











