“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მოლაპარაკების პროცესის გასაგრძელებლად მზადაა.
„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებები გავაგრძელოთ. არ მგონია, რომ ევროკავშირსაც ჰქონდეს სურვილი, რომ კიდევ ერთი წარუმატებელი რაუნდი ჩატარდეს. კარგია, რომ მხარეებს შორის ორმხრივი შეხვედრების პროცესი დაიწყო“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდებიან. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაიმართება.











