„ბოროტსა სძლია კეთილმა”- ამას ვასწავლით 9 საუკუნის წინანდელს და ჩვენ რომ 9-წლიანი რეჟიმი გავიხსენოთ შედარებისთვის, ამაში პრობლემას ხედავთ?”- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ ახსენებენ „ქართული ოცნების” ლიდერები ხშირად წინა ხელისუფლებას.
„ჩვენ თუ ჩვენს შვილებს ვზრდით იმაზე, რომ კარგი და ცუდი გაარჩიონ ერთმანეთისგან, ასევე ყველა ადამიანმა უნდა შეძლოს გუშინდელი ძალიან ცუდი წარსულის გარჩევა დღევანდელი კარგი აწმყოსაგან და კარგი მომავლისაგან და უნდა გააკეთოს არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის, სიმართლესა და ტყუილს შორის და თქვენ ნუ აგვიკრძალავთ ამას, ძალიან გთხოვთ“,- განაცხადა მდინარაძემ.











