“ჩვენ უკან დამხევები არ ვართ, ჩვენ აქ მივდივართ ბოლომდე. როცა ვამბობ ჩვენ, ვამბობ ჩვენ და ამას, მათ შორის, პირველ პირშიც ვამბობ”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდნეტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცახდა.
“მე არ ვაპირებ პოლიტიკური კომენტატორის როლით შემოვიფარგლო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ აქტიურად ჩართულები პროცესებში, რა თქმა უნდა ჩვენ გადასარჩენი გვყავს ჩვენი სათაყვანებელი სამშობლო საქართველო და ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება.
ეს უბედურება, გაჭირვება, შიმშილი, მათ შორის ძალადობა, პროვინციული ბანძი დიქტატურა, საქართველოს ჭორვილად გადაქცევის მცდელობა… საქართველო, რომელიც უნდა ყოფილიყო სინგაპურზე და დუბაიზე უკეთესი, მათ შორის გახარიას ხელდასხმით, ჩვენი მოდელი არის თურმე ჭორვილა…











