ჩვენ ველოდებოდით შემოდგომაზე ეპიდსიტუაციის გართულებას თუმცა ასე არა. – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მისი თქმით, თავიდან რომ იქნას აცილებელი ესკალაციები, ზედმიწევნით უნდა შესრულდეს რეგულაციები.
„ასეთი მაღალი ციფრების მოლოდინი ოქტომბრის ბოლოსთვის გარკვეულ წილად ნაადრევია, ჩვენ მოლოდინი ნოემბერ-დეკემბერში უფრო გვქონდა, მაგრამ დადგა ეს მომენტი და ამიტომ თავიდან რომ იქნას აცილებული ესკალაციები ზედმიწევნით უნდა შევასრულოთ რეგულაციები.
„ჩვენ ველოდებოდით შემოდგომაზე ეპიდსიტუაციის გართულებას თუმცა ასე არა. თავიდან რომ იქნას აცილებული ესკალაციები ზედმიწევნით უნდა შევასრულოთ რეგულაციები“ განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.
Posted by აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი on ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2020











