პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.
ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდამჭრების, ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და გვჯერა, რომ ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს
„ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური სისტემა, რომელიც ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, ხარჯავს ნაკლებ დროს და ენერგიას ურთიერთდაპირისპირებაზე, მაგრამ ხარჯავს მეტ დროს და ენერგიას დისკუსიაზე, სწორი გადაწყვეტილებების ჩამოყალილბებაზე, ხელს უწყობს პოლიტიკაში თანამშრომლობას და არა დაპირისპირებას, რაც სამწუხაროდ, წინა არაერთი კამპანიის დროს თუნდაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გვაჩვენა.
ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ და შევძლებთ, რომ მომავალი პარლამენტი იყოს კიდევ უფრო მეტად მშვიდი, საქმიანი და თანამშრომლობაზე მიმართული”, – განაცხადა თალაკვაძემ.











