fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

“ჩვენ ვერ გაგვაფარჩაკებენ, ვერ ჩაგვაგონებენ, რომ ვართ ლუზერები და დამარცხებულები” – სააკაშვილი აგვისტოს ომზე

10:13 აგვისტო 8, 2021
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
769
ნახვა
“მე მახსოვს ყოველი წუთი, ყოველი წამი, იმ აგვისტოს დღეების. მახსოვს ჩვენი ჯარისკაცების სახეები, მახსოვს ქუჩაში გამოსული ასობით ათასი თბილისელი. არც ჯარისკაცების სახეებზე და არც ხალხის სახეებზე მე არ მინახავს შიში. მე ვნახე შეშფოთება, რა თქმა უნდა იყო დიდი ნერვიულობა, მაგრამ არ იყო შიში და არანაირი დანებების სურვილი. პირველივე წამიდან მე ვიმეორებდი, საქართველო არასდროს არ დანებდება და ამასვე ამბობდა თითოეული ადამიანი, ვინც იმ დღეებში ასრულებდა თავის სახელმწიფო ფუნქციას და უბრალოდ სამოქალაქო პოზიცია ეკავა”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მე მახსოვს თბილისში ჩამოსული პრაქტიკულად მთელი მსოფლიო, მე მახსოვს ჩემი ყოველდღიური საუბრები ამერიკის პრეზიდენტთან, მისი გამოსვლა მთელ ადმინისტრაციასთან ერთად, თეთრი სახლის წინ, პრესკონფერენციაზე საქართველოს დასახმარებლად და საქართველოში გამოგზავნილი მე-6 ფლოტი ისევე, როგორც შავ ზღვაზე გადმოსროლილი თვითმფრინავები.
საქართველოს არასდროს არ ქონია ისტორიაში ასეთი მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერა და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს – ეს იყო დამსახურებული და არ უნდა დავკარგოთ.
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს შეუძლებელი, რამდენიმე დღე შეაჩერეს ათჯერ მეტი რაოდენობის მტერი, მანამ სანამ ჩვენ მოვიგეთ დრო და მსოფლიომ გამოიღვიძა და რუსეთმა ვერ განახორციელა მთელი თავისი სტრატეგიული გეგმა, ვერ აიღო საქართველოს დედაქალაქი. ვერ დაამხო საქართველოს დემოკრატია და საქართველოს ხელისუფლება. შემდეგ რუსებმა კარგად იმუშავეს გამწარებისგან, კიდევ უფრო მეტი მონდომებით ძალიან ბევრ ადამიანს გამოუცვალეს მახსოვრობის ჩიპი, მათ ჩააგონეს რომ საქართველო დამარცხდა, მათ ჩააგონეს რომ საქართველო გაიქცა.
თუმცა არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ფინეთი კამპანიის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირის რუსეთის ჯარი შეჭრილიყო რომელიმე ქვეყანაში და მთლიანად ის არ დაეპყრო. როგორც ჩანს,სამწუხაროდ, ჩვენი მთლიანი დაპყრობა მაინც განხორციელდა ჰიბრიდულად, 2012 წელს და ამის შედეგებს ვიმკით დღეს. ამიტომ, ამოცანა მაშინაც და ამოცანა დღესაც რჩება, საქართველოს დაცვა და საქართველოს გათავისუფლება.
ამჯერად, უკვე სამუდამოდ გათავისუფლება ყველანაირი მტრული ძალისგან!
მე განწყობილი ვარ გასამარჯვებლად და ის ხალხი ვინც 2008 წელს ერთ მუშტად იყო შეკრული დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ცოცხალია და არ შეცვლილა და თქვენც განწყობილნი ხართ გასამარჯვებლად!
ჩვენ ვერ გაგვაფარჩაკებენ, ჩვენ ვერ ჩაგვაგონებენ, რომ ჩვენ ვართ ლუზერები და დამარცხებულები – ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები! გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, შინდისის გმირების, ძმები რომელაშვილების სამშობლო შეუძლებელია იყოს დამარცხებული!
ჩვენი საუკეთესო დღეები და გამარჯვებები, ჯერ კიდევ წინ არის და იქნება მალე!”, – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა.
თეგები: აგვისტოს ომიმიხეილ სააკაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

დეკემბერი 30, 2021
789
მთავარი ამბავი

სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 მილიონი ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეს განიხილავს

დეკემბერი 27, 2021
796
მთავარი ამბავი

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სეირნობის უფლებით

დეკემბერი 12, 2021
936

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია