„ჩვენი ხმები მიისაკუთრეს და მოინდომეს, რომ დაგვამონონ, დაგვაქეციანონ“,- ამის შესახებ ნატო ჩხეიძემ განაცხადა.
„ივანიშვილის სუსმა, ივანიშვილის ცესკომ კიდევ ერთხელ მოინდომეს, რომ შეცვალონ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მიმდინარეობა, გამყინვარებაში დატოვონ ჩვენი სამშობლო. ამ ქრონიკულმა ყაჩაღებმა კიდევ ერთხელ იყაჩაღეს, ახლა ჩვენი ხმები მიისაკუთრეს და მოინდომეს, რომ დაგვამონონ, დაგვაქეციანონ. რომ მერე ჩვენ, მუნიანებმა, საკმეველი მხოლად ივანიშვილს ვუკმიოთ. ჩვენი პროტესტი დიდია და სამართლიანი!“,- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს.










