fbpx
14/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გიორგი გახარიამ ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

16:21 სექტემბერი 12, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
848
ნახვა

ჩვენი მიზანია, ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინდელი დღე და ერთად ვიშრომოთ და შევქმნათ კიდევ უკეთესი ხვალინდელი დღე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ყაზბეგში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს.

„ჩემთვის პატივია აქ, ისტორიულ ხევში ხვალინდელ გეგმებზე და ხვალინდელ დღეზე საუბარი, რადგან ჩვენი მიზანია, ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინდელი დღე და ერთად ვიშრომოთ და შევქმნათ კიდევ უკეთესი ხვალინდელი დღე. ეს არის ჩვენი აქ შეკრების ძირითადი მიზანი. ადგილობრივი ხელისუფლება სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. 2012 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 3-3,5 მილიონი ლარი, დღეს ეს ბიუჯეტი 12 მილიონი ლარია და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს. ადამიანი ყაზბეგში ცხოვრობს თუ თბილისში, ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ადგილობრივებისთვის არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა, შესაძლებლობები ყველგან და ყველაფერში უნდა იყოს თანაბარი – განათლება, სამედიცინო დახმარება, სოციალური დახმარება უნდა იყოს ერთნაირი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, ეს იქნება – „აწარმოე საქართველოში“ თუ სოფლის მეურნეობის პროგრამები, მთავრობამ ეს ყველაფერი ადგილობრივ მოსახლეობასთან უფრო ახლოს მიიტანა.

„ყველა რეგიონში, მუნიციპალიტეტებში თქვენ შეგიძლიათ, თქვენს საზოგადოებრივ ცენტრში ან იუსტიციის სახლში მიხვიდეთ და ზუსტად იგივე მომსახურება მიიღოთ, რასაც მიიღებდით თბილისის იუსტიციის სახლში ან რომელიმე სამინისტროში. ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ აქ, ადგილზე ახალგაზრდები დავამაგროთ, მათ, ვისაც აქვთ ნიჭი, შესაძლებლობა და სითამამე, პირველი ნაბიჯი გადადგან ბიზნესში, დაიწყონ თავიანთი საქმე, გახსნან სასტუმრო ან კიდევ ბევრი რამ. ჩვენი მთავარი მიზანია, ადამიანებს შევუქმნათ ერთნაირი სამართლიანი პირობები ყველგან, ქალაქში იქნება ეს თუ მთაში. ძალზედ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები. მოგეხსენებათ, პრაქტიკულად უკვე დაწყებულია ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა, ეს უპრეცედენტოდ დიდი და მნიშვნელოვანი გზა იქნება ამ რეგიონისთვის, რომელიც გააძლიერებს აქაურობის სატრანზიტო პოტენციალს. სოფლის მეურნეობა კარგია, ტურიზმიც კარგია, მაგრამ ტრანზიტი ყოველთვის იყო ამ რეგიონის ძალიან ძლიერი მხარე.
სულ უახლოეს პერიოდში დაიწყება ჟინვალამდე გზის პროექტირება. მოკლედ რომ გითხრათ, თბილისიდან აქ ამოსვლა დაახლოებით 1 საათით უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი და ამას სულ 3-4 წელი დასჭირდება. ქვეშეთი-კობი დამთავრდება 2023-2024 წლებში და ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობასაც, რომლის პროექტირება უკვე დაწყებულია, ძალიან სწრაფად დავიწყებთ. ეს სულ სხვა რეგიონი გახდება და აქ სულ სხვა ცხოვრება იქნება“, –  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

თეგები: გიორგი გახარია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

ოქტომბერი 2, 2021
805
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

სექტემბერი 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

სექტემბერი 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია