„ჩვენი მოქალაქე სააკაშვილი უნდა წავიყვანოთ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ”,- ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ადეკვატურ პასუხს ელიან.
„ჩვენ ძალზე გულგატეხილები ვართ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებით. საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ადეკვატურ პასუხს ველით. ამის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა პოდოლიაკმა.











