„ჩვენ აბსოლუტურად, მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით საზოგადოებას და არა მხოლოდ – ჩვენს ყველა პარტნიორს“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირკალი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია აბსოლუტურად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„ჩვენი მოტივაცია და ამბიციაა, რომ მართლაც სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ ახლაც და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება ისე, რომ შემდეგი 3 წელი აღარ იყოს ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომლის მოწყობაც ჩვენს ოპონენტებს სურთ/
ჩვენმა პარტიამ ყველა მუნიციპალიტეტში ჩაატარა უმაღლესი სტანდარტით კამპანია და ჩვენს ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე გამონაკლისი და ძალიან სამწუხაროა ეს ძალადობის ფაქტები. მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა და მნიშვნელობა არა აქვს, ვისგან იყო პროვოცირებული და დაგეგმილი“, – განაცხადა პრემიერმა.











