„ჩვენი პოზიცია „ევროპულმა საქართველომ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა დიდი ხნის წინ დავაფიქსირეთ, როდესაც ჩვენმა დეპუტატებმა განცხადება დაწერეს და არავის ეს განცხადებები უკან არ გამოუწვევია”,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ევროპული საქართველოს” წევრმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ახალი არჩევნების დანიშნაზე უარს არ ატყვის.
“რაც შეეხება ამ პოზიციის გამაგრებას, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა პოლიტიკური პარტიების განცხადება, მათ შორის „ევროპული საქართველოს“, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები და ეს არ არის რაღაც ახირება. მივიჩნევთ, რომ იმ ღრმა კრიზისიდან, სადაც ახლა ვიმყოფებით, გამოსვლა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია. ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს თვისობრივად ახალ გარემოში, თვისობრივად ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით და პლუს, აქედან განდგომილად ვითხოვთ ყველა პოლიპტიმრის, მათ შორის გიორგი რურუას გამოშვებას და მათი საქმეების შეწყვეტას. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა“,-განაცხადა თარხნიშვილმა.










