პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ხელისფულებასა და ოპოზიციას შორის მოლპარაკებების მესამე რაუნდის დასრულებას ეხმაურება.
გია ხუხაშვილი ოპოზიციის ლიდერებს მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრისგან თავშეკავების გამო აკრიტიკებს.
“რომელი დავიქირავეთ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ დღეს ორივე იქ იყო.
თქვენს კომპანიაში ვინმე რომ დაიქირავოთ და მოლაპარაკებებზე გააგზავნოთ. იქიდან გამოსულს კითხოთ, რაზე ილაპარაკეს და გიპასუხოთ, რომ ვერ გეტყვით მესამე მხარის მოთხოვნით. როგორ მოექცეოდით ასეთ თანამშრომელს?! დასკვნა – ჩვენი პოლიტიკური ელიტა მსახურებისთვის კი არა, ბატონობისთვის იბრძვის”, – წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, ამ წუთებში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა.
პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მოლპარაკებების შემდეგ მათი პოზიციები დაახლოვდა, თუმცა ფასილიტატორების თხოვნის გამო დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.










