„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება მართლაც შთამბეჭდავი ტემპით მიმდინარეობს. ბოლო 6 თვის მაჩვენებელმა 12.7% შეადგინა, რაც მართლაც დამაიმედებელია, Fitch-ის რეიტინგის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, სხდომის დაწყებისას განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება მართლაც შთამბეჭდავი ტემპით მიმდინარეობს. ბოლო 6 თვის მაჩვენებელმა 12.7% შეადგინა, რაც მართლაც დამაიმედებელია. ამასთან, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეიცვალა და გახდა 7.8%. ჩვენი მიზანია, 2025 წლისთვის, საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, სადამდეც ჩვენ ორი საფეხური გვაქვს დარჩენილი“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.











