fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს დაუბრუნა წართმეული და ფეხქვეშ გათელილი ღირსება – მათიკაშვილი ივანიშვილზე

14:27 იანვარი 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
939
ნახვა

დეპუტატი დავით მათიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილი, როგორც მეცენატი ცალკე ფენომენია არამხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ისტორიაში.

„საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე ბატონ ბიძინა ივანიშვილის დამსახურების ჩამოთვლა რომ დავიწყოთ, სოციალური ქსელის ბეჭდვითი რესურსი ალბათ არ გვეყოფა. ამ მასშტაბის მეცენატი და საკუთარი ერზე უზომოდ შეყვარებული  ადამიანი ცალკე ფენომენია არამხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ისტორიაში.

ბატონმა ბიძინამ, პოლიტიკაში მოსვლით და მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის თაოსნობით განხორციელებულმა ზღვა რეფორმამ და წარმატებულმა ნაბიჯებმა, საქართველო, ავტორიტარიზმის ჭაობიდან ამოიყვანა და ჩვენი ქვეყნისთვის შერქმეულ სახელს, დემოკრატიის შუქურას რეგიონში, ჭეშმარიტი შინაარსი და ავთენტური მნიშვნელობა შეძინა.

ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულმა პროექტებმა ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა; ქვეყანაში განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა კი უპრეცედენტო მასშტაბი მიიღო; კიდევ უამრავ ასპექტზე შემიძლია თქვენი ყურადღების გამახვილება, თუმცა მხოლოდ ერთზე შევჩერდები: ამ პიროვნებამ, თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად შეძლო ყველაზე მთავარი: ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს დაუბრუნა წართმეული და ფეხქვეშ გათელილი ღირსება!

ალბათ მხოლოდ ტრივიალური მადლობის თქმა შეუსაბამო იქნებოდა მისი დამსახურებების წინაშე, თუმცა ბატონი ბიძინა, ამ ტრივიალურ მადლობასაც არ ითხოვს და არ ითხოვდა არასდროს, ისე აკეთებდა სიკეთეს: მაშინაც როცა არ იყო პოლიტიკაში და პოლიტიკაში ყოფნის დროსაც.

ღრმად ვარ დარწმუნებული, გავა დრო და ჩვენი შთამომავლობა იმ უმაღლეს შეფასებას მიუძღვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობას (პოლიტიკურსაც და მის მიღმაც, რა თქმა უნდა), რომელსაც ის ქართველი ერისგან  იმსახურებს.

ღმერთმა უმრავლოს საქართველოს  ერისკაცები“, – წერს მათიკაშვილი სოციალურ ქსელში.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიდავით მათიკაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

კახა კალაძე: მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის

დეკემბერი 8, 2021
822
პოლიტიკა

ეს არის არა პიჯაკების საქმე, არამედ პრეზიდენტის თავხედობის საქმე საკუთარი ერის მიმართ – დავით მათიკაშვილი

დეკემბერი 2, 2021
830
პოლიტიკა

ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოცემულობა არ არსებობს – დავით მათიკაშვილი

ნოემბერი 24, 2021
829

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია