fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

“ჩვენი რეკომენდაციაა, ეს ნაჩქარევი პროცესი შენელდეს და რეორგანიზაცია იყოს ინკლუზიური” – კელი დეგნანი ლონდა თოლორაიას შეხვდა

20:33 დეკემბერი 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
774
ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორი ამერიკის ელჩს შეხვდა. ლონდა თოლორაიას მიზანი იყო კელი დეგნანისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. სახელმწიფო ინპექტორის სამსახურის ლიკვიდაცია და სადამსჯელო ღონისძიება – ასეთია თავად სამსახურის ხელმძღვანელის შეფასება ცვლილებაზე, რომლის მიზნად “ქართული ოცნება” საპირისპიროს ასახელებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონპროექტის გათვალისწინებით დამოუკიდებელი ინსტიტუტი არათუ უქმდება, არამედ ძლიერდება და ორ სტრუქტურად ყალიბდება.

“ახალი კანონმდებლობა, რომელიც ამ უწყების გაყოფას გულისხმობს, სამწუხაროდ, ყოველგვარი გამჭირვალობის და კონსულტაციების გარეშე შეიქმნა, მაშინ, როცა არ იყო საჭიროება, რომ ეს პროცესი წარმართულიყო ნაჩქარევად. სახელმწიფო ინსპექტორმა თქვა, რომ მისმა ოფისმა პარლამენტს შეთავაზება წარუდგინა აღნიშნული ოფისის გაძლიერების შესახებ. ამ კანონმდებლობის განხილვა არ მომხდარა. ეს ახალი კანონი შეიცავს ისეთ რეგულაციას, რაც გულისხმობს თანამშრომლების გათავისუფლებას მარტის თვეში, მაშინ, როცა ამ ადამიანების მიმართ არანაირი საჩივარი არ ყოფილა, ისინი ექსპერტები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს, არ არსებობდა მათ ირგვლივ კითხვები, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ თავიანთ მუშაობას ვერ გააგრძელებენ. ჩვენი რეკომენდაციაა, ეს ნაჩქარევი პროცესი შენელდეს და თუ რეორგანიზაცია მოხდება, იყოს ეს ინკლუზიური და გათვალისწინებული იყოს რეალური შეთავაზებები, რაც ამ სამსახურის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

ლონდა თოლორაიას განცხადებით, ელჩმა დიდი მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისადმი.

“შევხვდით ამერიკის ელჩს, რომელსაც მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა კონსპირაციულად აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება სახელმწიფო ინსტიტუტის ჩართულობის გარეშე, როგორ გაიგო ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მედიისგან ინფორმაცია. ძალიან მიხარია, რომე ამერიკის ელჩმა გამოხატა ძალიან დიდი მხარდაჭერა სამსახურისადმი,”- აცხადებს თოლორაია.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია