დარწმუნებული ვარ, 2021 წელი იქნება უკეთესი და ჩვენ ყველა ერთად დავინახავთ ჩვენი შრომისა და ძალისხმევის შედეგს მადლიერი მოქალაქეების ღიმილში, ქალაქის სილამაზეში, ქუჩებში, სადაც ადამიანები პირბადეების გარეშე დადიან, ცხოვრობენ, უყვართ და უხარიათ. – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
ასევე მერმა, თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.











