„კონსულტაციები და მოლაპარაკებები ხანდახან ითვალისწინებს დროებით შეწყვეტას, გადადებას, ან გაგრძელებას და ერთ ჯგუფთან მეტ საუბარს“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკი ამბობს, მეტი კონსულტაციებია საჭირო ოპოზიციასთან, რათა როგორმე გავცდეთ და გადავაბიჯოთ ულტიმატუმის ენას
„ჩვენი წინადადებები არის სამართლიანი, ჭკუასთან ახლოს და იმ ინტერესებზე ორიენტირებული, რაც გააჩნია არა მარტო მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას. მეტი კონსულტაციები საჭირო ოპოზიციასთან, რათა როგორმე გავცდეთ და ულტიმატუმის ენას გადავაბიჯოთ. არა მხოლოდ ევროკავშირია დაინტერესებული თავისი ასოცირებული წევრის პრობლემის მოგვარებაში, არამედ მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა არის დაინტერესებული იმაში, რომ საქართველოში სტაბილურობა შედგეს. დასავლელი პარტნიორების ინტერესია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისეთი მოკავშირე ჰყავდეთ, სადაც სტაბილურობა არის გარანტირებული,”- აცხადებს ვოლსკი.











