„ჩვენს პოლიტიკურ გემოვნებაში ნამდვილად არ ჯდება ის, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანს მოუწყოთ აქციები“ – ასე შეაფასა ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციის გადაწყვეტილება საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს აქციის გამართვის შესახებ.
„ჩვენს პოლიტიკურ გემოვნებაში ნამდვილად არ ჯდება ის, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანს მოუწყოთ აქციები. თან რას აპროტესტებენ, გაუგებარია. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, სადამკვირვებლო მისიამ, მათ შორის თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს იყო სამართლიანი, თავისუფალი და ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, დღეს გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ოპოზიცია მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს, აქციას გამართავს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა.










