დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის სიკვდილიანობამ იკლო.
მისის თქმით, იმატა გამოჯანმრთელებულთა რიცხვმაც.
„16 ნახევარ მილიონს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობამ. პოზიტიური გახლავთ ის, რომ სიკვდილიანობა სულ უფრო მცირდება, 7-დან 4%-მდეა ჩამოსული. ასევე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იზრდება, 62%-ზეა ასეული.
ჩვენთან, რეგიონში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებში არის შემთხვევათა სერიოზული რაოდენობა. სერიოზულად დაიძაბა სიტუაცია ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც“,- აღნიშნა გამყრელიძემ.











