„ ჩვენც გვიხარია, როდესაც ქვეყააში ყველაფერი გახსნილი იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა მოხდეს ეტაპობრივად“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძე ამბობს, მთავარია მსგავსი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ.
„რესტორნებიც გაიხსნება სხვა ბიზნესიც გაიხსნება .ეს მოხდება გარკვეული რიგითობით. ერთ-ერთი პრიორიტეტი დგას საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ტიპის ეპიდსიტუაციას, რაც ახლა მიღწეულია, შემდეგ გადავალთ სხვა შეზღუდვის მოხსნაზე. ჩვენც გვიხარია, როდესაც ქვეყააში ყველაფერი გახსნილი იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა მოხდეს ეტაპობრივად. მე პრიორიტეტულად მიმაჩნია ჯერ ტრანსპორტის და სასწავლო დაწესებულებების გახსნა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით 688 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 788, ხოლო გარდაიცვალა 13.











