აშშ-ის 50-ვე შტატსა და კოლუმბიის ოლქში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად დადასტურდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შემდგომი მნიშნელოვანი ეტაპი საარჩევნო კოლეგიის შეკრებაა, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართება. 6 იანვარს კი კონგრესში ერთობლივ სხდომაზე საარჩევნო კოლეგიის წევრების ხმებს ოფიციალურად დაითვლიან.
ცნობისთვის, დასავლეთ ვირჯინია ბოლო შტატი იყო, სადაც არჩევნების შედეგები ოფიციალურად დადასტურდა.











