CNN-ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაცია გეგმავს, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას დაამტკიცებს. მიუხედავად ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გარშემო არსებული შეშფოთებისა, ქვეყანა ვაქცინის დამტკიცებას 2 კვირაზე ნაკლებ დროში აპირებს.
რუსეთის თანამდებობის პირების განცხადებით, ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ ვაქცინა 10 აგვისტოს ან უფრო ადრე დამტკიცდეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს გარშემო ათეულობით ვაქცინის ტესტირება მიმდინარეობს, თუმცა, მეცნიერების თანახმად, მათ დამტკიცებამდე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.











