დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა ივლისის პირველ რიცხვებში დაახლოებით ნახევარ მილიონ Sinopharm-ს მიიღებს. მისივე თქმით, მესამე კვარტალში განსაზღვრულია Pfizer-ის მილიონი დოზის მიღება.
გამყრელიძის ინფორმაციით, მესამე კვარტალში COVAX-მა ჩვენი ქვეყნისთვის Novavax-ის 700 000 და Johnson & Johnson-ის 130 000-მდე დოზის მოწოდება დაადასტურა.
„დღეს, როგორც პირველი, ასევე მეორე აცრისთვის გვაქვს მარაგი დაახლოებით ვაქცინის 160 000-მდე დოზა. ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა დაახლოებით ნახევარ მილიონ მიიღებს. ასევე მესამე კვარტალში განსაზღვრულია უკვე Pfizer-ის მილიონი დოზის მიღება და ასევე დაახლოებით მესამე კვარტალში COVAX-მაც დაადასტურა 700 000 Novavax-ის მოწოდება და დაახლოებით 130 000-მდე „ჯონსონი და ჯონსონის“ მოწოდება. მესამე კვარტალში უკვე განსაზღვრულია, მასობრივი, ინტენსიური აცრები და დღეში დაახლოებით 15 000-16 000 ადამიანი უნდა აიცრას.
Sinovac-მ ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისაგან გუშინ მიიღო. Sinovac-ის დოზა დაახლოებით 100 000 გვქონდა. უკვე დღეის რიცხვით Sinovac-ით ქვეყანაში აცრილია დაახლოებით 7 186 ადამიანი. Sinovac ისევე როგორც Sinopharm ერთ-ერთი პოპულარული ვაქცინაა“, – განაცხადა გამყრელიძემ.











