fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

COVID-19-მა საქართველოში ქალთა მდგომარეობა გააუარესა, გენდერული უთანასწორობა კი – გააღრმავა- UN Women Georgia

11:05 ივნისი 19, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
867
ნახვა

„COVID-19-მა ქალებისა და გოგოებისთვის ჯანდაცვის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა თუ სოციალური დაცვის მიმართულებებით მძიმე შედეგები გამოიწვია. პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა ის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უთანასწორობები, რომლებიც პანდემიის დაწყებამდეც არსებობდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.

„როგორ იცვლება ქალებისა და გოგოების ცხოვრება COVID-19-ის შედეგად – გაეროს ქალთა ორგანიზაციამ არსებული მდგომარეობის შესასწავლად სწრაფი გენდერული შეფასება ჩაატარა. კვლევა პანდემიაზე რეაგირებისა და მზაობის გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების შესახებ ეროვნული თუ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას ისახავდა მიზნად.

სწრაფმა გენდერულმა შეფასებამ საქართველოში ქალების და კაცების ცხოვრებაზე COVID-19-ის ზეგავლენა შეისწავლა და მოსახლეობის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები გააანალიზა.

„მედეგობისა და აღდგენის პროცესებში ქალებსა და გოგოებს ცენტრალური როლი უნდა მიენიჭოთ. იმედი გვაქვს, რომ კვლევის მიგნებები კაცებსა და ქალებზე კრიზისის გავლენებისა და მათი განსხვავებული საჭიროებების შესახებ დაეხმარება გაეროს, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებს COVID-19-თან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში“,- აღნიშნა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა.

პანდემიის შედეგად, დასაქმებული მოსახლეობის მესამედმა სამსახური დაკარგა. გამოკითხული ქალების 78% აცხადებს, რომ თუ ვირუსის გავრცელების შემზღუდავი ზომები გაგრძელდება, მათ ძირითადი ხარჯების დაფარვა გაუჭირდებათ. სკოლებისა და საბავშვო ბაღების დახურვამ აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი ქალებისა და გოგოებისთვის კიდევ უფრო გაზარდა, რადგან მათ ბავშვის მოვლაზე, დალაგებასა და საჭმლის მომზადებაზე ჩვეულებრივზე მეტი დროის დათმობა უწევთ.

პანდემიის პირობებში მზრუნველობაზე გაზრდილი მოთხოვნა საოჯახო საქმეების განაწილებისას არსებულ გენდერულ უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებს და ქალების შემოსავალს ამცირებს მიუხედავად იმისა, რომ მათ მუშაობა კიდევ უფრო დიდხანს უწევთ.

არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა – 2030 წლის დღის წესრიგის ამ მთავარი დაპირების კვალდაკვალ სწრაფმა გენდერული შეფასებამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგოების, ასევე, შშმ პირებზე მზრუნველების საჭიროებებიც შეისწვლა. კვლევამ დაადგინა, რომ პანდემია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგოების მდგომარეობას ართულებს, რადგან ისინი ინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. ამასთან, პანდემია და კარანტინით გათვალისწინებული შეზღუდვები ინფრასტრუქტურის პრობლემებს ამძაფრებს, რის გამოც შშმ ქალები და გოგოები, განსაკუთრებით კი უსინათლოები, კარგავენ წვდომას მზრუნველობაზე, რომელიც მათ გადაადგილებისთვის ესაჭიროებათ.

კვლევის მეთოდოლოგიური ჩარჩო შემუშავებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის სათავო ოფისში, როგორც პანდემიის სწრაფი გენდერული შეფასების ფართომასშტაბიანი ინიციატივის ნაწილი ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

კვლევა ჩატარდა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქართველოში“ მიერ, მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მხარდაჭერით.

სწრაფი გენდერული შეფასების სრული ანგარიში ხელმისაწვდომი 2020 წლის ივნისის ბოლოს იქნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თეგები: გენდერული უთანასწორობაკორონავირუსიპანდემია

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

13 288 ინფიცირება, 51 გარდაცვალება – ეპიდვითარება საქართველოში

თებერვალი 19, 2022
806
მთავარი ამბავი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული

იანვარი 5, 2022
793
საზოგადოება

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

იანვარი 3, 2022
818

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია