დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებსაც ჩაუტარდებათ.
მისივე თქმით ტესტირების პროცესში მეტი რისკჯგუფი ჩაერთვება და ანიშნა, რომ კოვიდისა და „ცხელების კლინიკების თანამშრომლები 2-ის ნაცვლად კვირაში ერთხელ გაიტესტებიან, ხოლო სხვა კლინიკის მედპერსონალს ტესტირება ყოველ 2 კვირაში ჩაუტარდება.
„პერიოდულ ტესტირებას ექვემდებარებოდა სამედიცინო მუშაკებიც, ორ კვირაში ერთხელ. ეს იყო ძირითადად კოვიდის და „ცხელების კლინიკების“ თანამშრომლები, ასევე, სასწრაფოს თანამშრომლები. გადავდივართ 1 კვირიან ტესტირებაზე.
ასევე, 2 კვირაში ერთხელ გაიტესტებიან სხვადასხვა კლინიკების რეანიმაციების და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლები, ასევე, მოხუცთა სახლებში მყოფი ბენეფიციარები. ამ ჯგუფს დაემატა ტრაილერების მძღოლები და ემატება საქალაქო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლები, კონდუქტორები და იქ მომუშავე პერსონალი.
1-ლი ივლისიდან იქნება გაფართოების მეორე ეტაპი, 15 ივლისიდან მესამე ეტაპი და ჩვენი სამიზნეა, რომ დაახლოებით ივლისის ბოლოსთვის ავიდეთ 3000-3500 ტესტირებაზე და შემდეგ 4000-4500 ტესტირებაზე დღის განმავლობაში, რათა მოვიცვათ ყველა რისკჯგუფი. მესამე ეტაპზე იქნებიან სტომატოლოგები, ფარმაცევტები, ბანკებში, იუსტიციის სახლებში მომუშავე პერსონალი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად 879 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 704 განიკურნა, 14 კი გარდაიცვალა.











