კორონავირუსის მხრივ უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერია.
ანგარიში Deep Knowledge Group-მა გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს ქვეყნების უსაფრთხოების ინდექსია ნაჩვენები.
ორგანიზაციის ანგარიშში საქართველოს ყველაზე უკეთესი 550 ქულა აქვს მინიჭებული.

საქართველოს ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, ბელორუსი, უკრაინა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და მოლდოვა.
Deep Knowledge Group-მა ქვეყნები სხვადასხვა საერთო პარამეტრით შეაფასა. უსაფრთხოების მხრივ სარეიტინგო ქულები დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, ესენია: კარანტინის ეფექტურობა, მთავრობის ეფექტურობა რისკების მართვაში, მონიტორინგი და გამოვლენა, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა, რეგიონული გამძლეობა და საგანგებო სიტუაციის დროს მზადყოფნა.
სწორედ აღნიშნული პარამეტრების შეჯამებით, საქართველო რეგიონში პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
Deep Knowledge Group-მა სულ მსოფლიოს 200 ქვეყანა შეისწავლა. საერთო რეიტინგში საქართველო 39-ე ადგილზეა.











