დაკავებულია მამაკაცი, რომელიც დღეს „ტვ-პირველზე“ ნოდარ მელაძის გადაცემის დროს პირდაპირ ეთერში შევარდა და ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს ხელითაც შეეხო.
ინფორმაცია შსს-ში დაგვიდასტურეს და განგვიმარტეს, რომ ზემოხსენებული მამაკაცი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 126 და 154, რაც ძალადობას და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.











