ნორვეგიაში 16 წლის სირიელი მოზარდი დააკავეს, რომელიც პოლიციის ვარაუდით, ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ნორვეგიის პოლიციამ დაკავებულს ორკვირიანი პატიმრობა შეუფარდა.
ქვეყნის უსაფრთხოების პოლიციის სააგენტოს განცხადებით, არასრულწლოვანი ტერორისტული აქტის მომზადებაში ეჭვმიტანილად დასახელდა.
„ის არ აღიარებს რაიმე სახის დანაშაულს“, – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი და პოლიციას მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.











