„დაახვიოს კობახიძემ თავისი კანონი და… აღარ გავაგრძელებ მერე“ – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად შესაძლოა, დაფინანსება შეუწყდეთ იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ.
„კანონის მიხედვით, მათ შორის, იმ კანონით, რომელიც ზარზეიმით მიიღო ბატონმა კობახიძე, პარტიების დაფინანსება არ არის დამოკიდებული პარლამენტში მოღვაწეობის ფორმაზე, არამედ იმ ხმების რაოდენობაზე, რაც მიიღო.
დაახვიოს კობახიძემ თავისი კანონი და აღარ გავაგრძელებ მერე. თუ კობახიძეს ჰგონია რომ პარტიული დაფინანსების ვინმეს დააშანტაჟებს, ხო ბრიყვი ღლაპია, მაგრამ კიდევ უფრო ფსკერზე ყოფილა, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა.
ეს არის უკანონობა, მით უმეტეს, უკუქმედების ძალა ვერ ექნება.აიღონ, დაჭრან, შეჭამონ, რაც უნდათ ის უქნიათ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.











