დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ექიმები მკაცრი რეგულაციების მომხრეები არიან, მაგრამ ბალანსირებული გადაწყვეტილება მივიღეთ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ჩემი რეკომენდაციები ყოველთვის ჟღერდება. რამდენჯერმე გავახმოვანე ის, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ უფრო მკაცრი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექიმები, უფრო მკაცრი რეგულაციების მომხრე ვართ, მაგრამ ამავე დროს სასწორის პინაზე იდება მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, განწყობა და ასე შემდეგ. ამიტომ მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხებზე. ძალიან რთული იყო დღეს განხილვა. მიღებული იქნა ბალანსირებული გადაწყვეტილება მინიმალურ შემსუბუქებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
იხილეთ ვიდეო ↓ არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან და მაღაზიებში – ამირან გამყრელიძის მიმართვა საზოგადოებას











